К основному контенту

სამაჯური - ისტორია





სამაჯური - რგოლისებრი სამკაულია, განკუთვნილია ხელისათვის, "bracelet" ფრანგული სიტყვაა და სიტყვა სიტყვით ნიშნავს მაჯას. მაჯის გარდა ისინი შეიძლება განკუთვნილი იყოს წინამხრისათვის ან ფეხის ტერფისათვისაც. სამაჯურები იწარმოება სხვადასხვა მატერიალისაგან ისინი შეიძლება იყოს მთელი, ჩაუკეტავი ან აღჭურვილი საკეტებით.

  როდის წარმოიშვა სამაჯურები?

 სამაჯურების წარმოშობის ისტორიას მივყავართ შორეულ წარსულში, პირველი სამაჯურის მსგავსი სამაჯურები პირველყოფილებსაც კი ჰქონდათ, მას წნავდნენ ბალახისაგან, ამზადებდნენ ხის ქერქისაგან და ცხოველის ტყავისაგან, ასეთი სამაჯურები იყო რბილი და დროებითი. ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად კაცობრიობამ შეძლო დაემუშავებინა ძვლები, ეშვები და მოგვიანებით ქვები. სამაჯურები გახდა გამძლე, მათ ამშვენებდა სხვადასხვა გამოსახულებები, იმ დროისათვის სამაჯურები არ ატარებდა სამკაულის დანიშნულებას, მათ უფრო ჰქონდათ მაგიური დატვირთვა, ასე ვთქვათ მათი მოწოდება იყო უარყოფითი ენერგიისა და ბოროტი სულების განდევნა. პირველად სამაჯურებმა სამკაულების დანიშნულება მიიღეს ძველ შუმერებთან. არქეოლოგიური გათხრებისას ისინი აღმოაჩინეს ბეჭდების, საყურეებისა და ყელსაბამების გვერდით.

  სამაჯურების წარმოშობა ძველ ეგვიპტეში

 ფართო გავრცელების სახე სამაჯურებმა ძველ ეგვიპტეში მიიღეს, ისინი თავის მოწონების უპირველესი სამკაულები გახდნენ არამარტო ქალებისათვის, არამედ მამაკაცებისათვისაც. ეგვიპტელები მათ იხდენდნენ და იყენებდნენ, როგორც წინამხრისათვის, ასევე ფეხის ტერფებისათვის. ყველაზე პოპულარული იყო სხვადასხვა მეტალისაგან დამზადებული სამაჯურები, მათ ამშვენებდა ძვირფასი ქვები და ორნამენტები. სამაჯურებს ჰქონდა სხვადასხვა ფორმა. სქელ და მასიური სახისას უმეტესად ატარებდნენ მამაკაცები, ქალის მაჯას კი ამშვენებდა უფრო წვრილი, დახვეწილი და ნაზი სამაჯურები, მაგრამ რამდენიმე ერთდროულად. სამაჯურების ხარისხისა და რაოდენობის მიხედვით შესაძლებელი იყო მფლობელის ქონებრივი მდგომარეობისა და სტატუსის განსაზღვრა საზოგადოებაში. ფარაონების დროს სამაჯურებს ანიჭებდნენ მაგიურ თვისებებს, მაგრამ მაგიურ ძალას ფლობდნენ მხოლოდ რამდენიმე სახის სამაჯურები, ისინი მზადდებოდნენ სპეციალური ხერხით, თითქოს სწორედ ამ დროს ერწყმოდა მაგიური ძალა. რაც უფრო მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვდა სამაჯურის დამზადება მით უფრო ძლიერი მაგიური ძალის მატარებლად ითვლებოდა. ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ სამაჯურებს შეეძლოთ მათი მფლობელის დაცვა ბოროტი ძალებისაგან და უფრო მეტიც წარმატება მოეტანა მათთვის.

სამაჯურები ძველ რომსა და საბერძნეთში.

სამაჯურებმა პოპულარობა ანტიკურ ხანაშიც შეინარჩუნეს, ძველ რომში ქალის სამაჯურები გამოირჩეოდა მისი დამზადების განსაკუთრებული სიზუსტით. მათ ამშვენებდა მედალიონები და მინიატურული სკულპტურული გამოსახულებები ძველ საბერძნეთში სამაჯურები გავრცელებული იყო მეომრებში და დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ითვლებოდა, რომ ტყავისაგან დამზადებული სამაჯური მეომარს ლაშქრობისას დაიფარავდა მტრის ხმლისა და ისრისაგან. ასეთი სამაჯურები იკირწყლებოდა ოქროთი და ძვირფასი ქვებით. მოგვიანებით გერმანელი მეომრებისათვისაც სამაჯური წარმოადგენდა, არა მარტო, თილისმას, არამედ იყო მეომრული ღირსების მაჩვენებელიც.

  სამაჯურები შუა საუკუნეებში და რენესანსის ხანაში, დაცემიდან აღზევებამდე

შუა საუკუნეებში სამაჯურების პოპულარობა შემცირდა, ტემპერამენტთა სიმკაცრე მთლიანობაში ვერ აკმაყოფილებდა მორთულობას.ქალები ძირითადად ატარებდნენ გრძელ სახელოებიან ტანსაცმელს, რომელშიც სამაჯურები უბრალოდ არც კი გამოჩნდებოდა. რენესანსის ხანამ დააბრუნა მისწრაფება სილამაზისა და ფუფუნების მიმართ, ასევე დაუბრუნა ღირებულება მოშიშვლებულ ხელებს.

  მაგიური სამაჯურები ინდოეთში

 განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სამაჯურებს ინდოეთში. შეუძლებელია წარმოიდგინო ინდოელი ქალი, მრავალი წვრილი მეტალის სამაჯურის გარეშე, რომლითაც შემკული აქვს ხელები. სამაჯურები ამ ქვეყანაში ყოველდღიურად უფრო მეტად იძენენ მაგიურ მნიშვნელობას, ამიტომაც ბევრი ტურისტი სამშობლოში დაბრუნებისას იღწვის შეიძინოს სამაჯური სუვენირად.

  სამაჯურები დღესდღეობით

 სამაჯურები, როგორც სამკაულების ერთ-ერთი სახე დღესდღეობითაც დიდი პოპულარობით სარგებლობს ქალბატონებს შორის, ისინი შეიძლება იყოს, როგორც ძვირფასი საიუველირო ნამუშევრები დამზადებული ძვირფასი მეტალებისაგან, რომლებიც დამშვენებულია ძვირფასი ქვებით, ასევე შეიძლება იყოს ბიჟუტერია, რომლის შეძენაც შეიძლება ინტერნეტით ელექტრონულად ინტერნეტ მაღაზიებში ან სხვადასხვა სახის მაღაზიებში. თანამედროვე ტექნოლოგიებმა მნიშვნელოვნად გაზარდა მატერიალების სპექტრი, რომელთაგან შეიძლება დამზადდეს სამაჯურები, საკმაოდ პოპულარულია სამაჯურები, რომელთაც განსაკუთრებული თოკისგან - პარაკორდისგან ქსოვენ, პარაკორდს აქვს ფერების ფართო სპექტრი და ქსოვის უამრავი ფორმა, რაც სამაჯურების მოყვარუთათვის საინტერესო და სასურველია. სამაჯურის მრგვალი ფორმის დამსახურებით მრავალი ერისათვის სამაჯურები ბეჭდების მსგავსად ითვლება ქორწინებისა და ცოლქმრული ერთგულების ნიშნად.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ცოტა რამ პარაკორდის თოკის შესახებ

პარაკორდი - მსუბუქი პოლიმერული თოკია, რომელიც დამზადებულია ნაილონისაგან. თავდაპირველად ის გამოიყენებოდა პარაშუტის თოკად,   დღეს კი პარაკორდი შეიძლება გამოყენებული როგორც სამხედრო, ასე სამოქალაქო მიზნებისთის. . პარაკორდი თოკი არის ნაქსოვი უამრავი გადაჯაჭვული ნეილონის ძაფისგან, რაც მას ერთდროულად ანიჭებს სიმტკიცესა და ელასტიურობას.

რას დაგიმზადებთ პარაკორდისგან?

სამაჯურს თქვენი პატარას გასახარებლად საათის სამაჯურს  ფოტოაპარატის ქამარს ფოტოაპარატის მისაბმელ სამაჯურს ლუდის მისაბმელ სამაჯურს ;) ყელსაბამს ოთხფეხა მეგობრისთვის და სამაჯურს თქვენთვის სამოგზაურო სამაჯურს მრავალი ფუნქცია ლაშქრობის მოყვარულთათვის: კომპასი, ფანარი, სასტვენი, დანა, მაგნეზიუმი ცეცხლის ასანთებად ყელსაბამი