სამაჯური - რგოლისებრი სამკაულია, განკუთვნილია ხელისათვის, "bracelet" ფრანგული სიტყვაა და სიტყვა სიტყვით ნიშნავს მაჯას. მაჯის გარდა ისინი შეიძლება განკუთვნილი იყოს წინამხრისათვის ან ფეხის ტერფისათვისაც. სამაჯურები იწარმოება სხვადასხვა მატერიალისაგან ისინი შეიძლება იყოს მთელი, ჩაუკეტავი ან აღჭურვილი საკეტებით. როდის წარმოიშვა სამაჯურები? სამაჯურების წარმოშობის ისტორიას მივყავართ შორეულ წარსულში, პირველი სამაჯურის მსგავსი სამაჯურები პირველყოფილებსაც კი ჰქონდათ, მას წნავდნენ ბალახისაგან, ამზადებდნენ ხის ქერქისაგან და ცხოველის ტყავისაგან, ასეთი სამაჯურები იყო რბილი და დროებითი. ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად კაცობრიობამ შეძლო დაემუშავებინა ძვლები, ეშვები და მოგვიანებით ქვები. სამაჯურები გახდა გამძლე, მათ ამშვენებდა სხვადასხვა გამოსახულებები, იმ დროისათვის სამაჯურები არ ატარებდა სამკაულის დანიშნულებას, მათ უფრო ჰქონდათ მაგიური დატვირთვა, ასე ვთქვათ მათი მოწოდება იყო უარყოფითი ენერგიისა და ბოროტი სულების განდევნა. პირველად სამაჯურებმა სამკაულების დანიშნულება მიიღეს ძველ ...
პარაკორდი შექმნილია თავდაჯერებული, თავისუფლებისა და მრავალფეროვნების მოყვარული განსხვავებული ადამიანებისათვის!





























Комментарии
Отправить комментарий